The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა შუბლაძე

ვაჟა შუბლაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1947
გარდაცვ. თარიღი:20 თებერვალი, 2023  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

1967-1969წწ. იყო ავტომატიკის საპრობლემო  ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1972წწ. თბილისის კალინინის რაიონის რაიკომის I მდივანი; 1972-1981წწ. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის თავმჯდომარე; 1981-1988წწ. სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე; 1988-1990წწ. პროფკავშირების გაერთიანებული სპორტსაზოგადოების თავმჯდომარე; 1991-1992წწ. მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილე. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 355; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.427

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტი, თავმჯდომარე (1999-2001)
  • საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, პრეზიდენტი (1993-1998)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ჭადრაკის განვითარების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
  • 1986 - საპატიო ნიშანი "ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებისათვის"
  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი

გააზიარე: