შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუნუ ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა ლენინგრადის ი. პავლოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1978წწ. იყო თბილისის 26–ე პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1978–1986წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის ნივთიერებათა ცვლის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის და ჰიპერტენზიის რისკის ჯგუფების გამოვლენას ჯანმრთელ მოსახლეობაში, სიმსუქნისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრობლემებს, ორსულთა დიაბეტს. ექიმი–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინსულინის, გლუკოზის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ტრიგლიცედების დონე სხვადასხვა ტიპის სიმსუქნის დროს", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.38
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |