The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გაბაშვილი

დაბადების თარიღი:21 მარტი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი 1943 წელს.

1943–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. იყო ჯერ პოლკის(ლეგიონი), შემდეგ ბრიგადის უფროსი ექიმი; 1949–1950წწ. მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე; 1952–1958წწ. კი მოსკოვში, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1958 წლიდან იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1968–1984წწ. განაგებდა კლინიკურ განყოფილებას; 1984–1989წწ. იყო პეტრე სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1989 წლიდან მრჩეველი. ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1968), პროფესორი(1980). მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.517

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1994-)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე (1984-1990)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნევროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსთან არსებული ეპილეფსიის საპრობლემო კომისია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1984 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, ეპილეფსიის პრობლემების შესწავლისათვის
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: