The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ გორდაძე

მიხეილ გორდაძე
სხვა სახელი:მიხეილ აბულაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1860
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1919  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მუშა, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

მუშაობდა ტოლეს საპნისა და გენადის მინერალური წყლების ქარხანაში. მის მიერ ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსების თემა იყო მუშათა მძიმე ცხოვრება, გაუნათლებლობა; მის პოეზიაში მნიშვნელოვანია პატრიოტული მოტივი; 1893 წლის 24 ოქტომბერს გაზეთ "ივერიაში" დაიბეჭდა მისი ლექსი "ჩიტი"; გამოცემული აქვს 2 კრებული: "სამშობლო ანუ ლექსთა კრება" (1881), "ლექსნი" (1893); 1880 წელს გაზეთ "დროების" ცნობით მას განუზრახავს "არჩილიანის" გამოცემა, მაგრამ უშედეგოდ. მუშა-მგოსანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.105; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.698

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: