შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა. სწავლობდა თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც ხატვას იაკობ ნიკოლაძე ასწავლიდა. 1925–1930წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1934 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. თანამშრომლობდა ჟურნალებში "დილა", "პიონერი". ი. გაბაშვილის დაზგური ნამუშევრებია: "გოგონა წყაროსთან" (1930), "შოთა რუსთაველის პორტრეტი" (1937), ნახატების სერია "აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან" (1925). პლაკატები: "სისხლი სისხლის წილ" (1941), "პარტიზანები" (1943). აკვარელის ტექნიკით შესრულებული აქვს სერია "საქართველოს ისტორიული ძეგლები" (1958–1960). მას დიდი ღვაწლი მიუძრვის საბავშვო წიგნის გრაფიკის განვითარებაში. 1944–1946წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში მხატვრულად გააფორმა სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის "ფარავნელი ჭაბუკი", გ. ბერძენიშვილის "ტირიფის ქვეშ" და სხვ. გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი. პროფესორი (1962). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518; მამულიშვილთა სავანე. /ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, -თბ., 1994, გვ. 93 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |