The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ნარმანია

დავით ნარმანია
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოკი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობით 2002 წელს.

 1999-2001 წწ. იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორი; 1998 წელს ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდია; 2001-2003 წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროების  უფროსი სპეციალისტი და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივანი; 2003-2004 წწ. საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი; 2004-2005 წწ. კომპანია "ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის" გენერალური დირექტორი; 2005-2006წწ. "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი" - CERMA-ს უფროსი ბიზნეს-კონსულტანტი; 2008-2009 წწ. საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის კვლევითი განყოფილების უფროსი; 2009-2012 წწ. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი - CIESR-ს აღმასრულებელი დირექტორი; კითხულობდა ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2012-2014 წწ.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; 2014-2017 წწ. ქ. თბილისის არჩეული მერი.არის 42 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 48 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. 2017 წლის 22 დეკემბრს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებგვერდი: gnerc.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, გამგეობის თავმჯდომარე (2006-2007)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: