The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ გაბაშვილი

ნიკოლოზ გაბაშვილი
Date of birth:27 August, 1903
Date of death:13 November, 1975  (at 72 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

იგი არის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის ფუძემდებელი საქართველოში; 1954 წელს მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შეიქმნა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კათედრა; 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა ავტომატიკის, ტელემექანიკისა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრას; 1964 წლიდან კი  გამოთვლითი ტექნიკის კათედრას. ნ.  გაბაშვილის ძირითადი შრომები ეხება საწარმოო პროცესების, მათი აღწერისა და ავტომატიზაციის საკითხებს, ენერგეტიკული სისტემების მუშაობის რეჟიმების ალგორითმიზაციას, არაწრფივი ობიექტების ოპტიმალური მართვის თეორიას, ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ღრმა ბურღვის ძირითადი პროცესების ოპტიმიზაციას და სხვ.  იგი მონაწილეობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციის სამუშაოთა ჩატარებაში. დაამუშავა ხრამჰესის, სოხუმჰესის და სხვა ობიექტების კომპლექსური ავტომატიზაციის საკითხები. მეცნიერი ელექტროტექნიკისა და ტექნიკური კიბერნეტიკის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1949). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 56-57

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ– კორესპონდენტი (1961-)
  • ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგია, წევრი

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: