The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პრეზიდენტი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1992 წელს.

1993-1994წწ. სწავლა განაგრძო ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (ჩეხეთი - პრაღა); ხოლო 1993-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1996-1997წწ. ასწავლიდა ფილოსოფიასა და კულტუროლოგიას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში; 1995-2000წწ. იყო ადგილობრივი მთავრობის ექსპერტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) თბილისის ოფისში; 2000-2012წწ. მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში(GIPA), მათ შორის ორჯერ (2000-2006, 2010-2012წწ.) ეკავა რექტორის თანამდებობა; 2006-2010 წლებში მუშაობდა GIPA-ს კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელად; 2012 წელს დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. მინისტრობასთან შეთავსებით, დაინიშნა პირველ ვიცე-პრემიერად; 2013-2018წწ. საქართველოს პრეზიდენტი.

წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი: president.gov.ge


გააზიარე: