The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოსე გაბაშვილი

Date of birth:176?
Date of death:18??
Category:Calligrapher

Biography

 XVIII-XIX საუკუნის ქართველი კალიგრაფი. ზაქარია გაბაშვილის ვაჟი. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთში გაატარა. 1822 წელს გადაწერა საეკლესიო კრებული. იყო მხედრული წერის საუკეთესო ოსტატი. ნამუშევრები:  ვახტანგ VI სამართლის წიგნი. სადღესასწაულოები 1792, 1793, 1794 წლებისა  და სხვ.

ოსე გაბაშვილი ქართული კალიგრაფიული ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. იგი იყო განათლებული მწიგნობარი, კალიგრაფი, კრებულების შემდგენელი, ხელნაწერთა მომხატავი, მწერალი და ამასთან იმერეთის სტამბის ერთ-ერთი დამაარსებელი. იგი საუკეთესო გამგრძელებელია მწიგნობარ გაბაშვილთა ოჯახის შესანიშნავი ტრადიციებისა, იგი მამისა და უფროსი ძმების კვალს გაჰყვა, გაბაშვილთა კალიგრაფიული სკოლის შესანიშნავი ტრადიციები კიდევ უფრო დახვეწა. ოსე ზაქარია გაბაშვილის უმცროსი ვაჟია. სამეცნიერო ლიტერატურაში ერთ ხანს უცნობი იყო მისი დაბადების თარიღი. ეს თარიღი დადგინდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული გაბაშვილთა საოჯახო ხელნაწერების(ვახტანგVI -ის კვინკლოსი) და (ხელნაწერი კრებული) მინაწერების საშუალებით. ამათგან პირველის გადამწერია იოსებ გაბაშვილი, მეორის  შემდგენელ-დამწერია ოსე გაბაშვილი. ორივე ხელნაწერს ერთვის ქრონიკები გაბაშვილთა ოჯახის წევრთა შესახებ. ამ ცნობების მიხედვით, ოსეს დაბადების თარიღია 1761 წლის 19 მარტი.  XVIII საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან მან არქიმანდრიტ ზაქარია გურგენიძესთან ერთად დაიწყო იმერეთის მეფის კარზე მდივან-მწიგნობრობა. დავით II-ის მეფობის პერიოდში ოსე ხშირად ასრულებდა სამეფო კარის მწიგნობრის ფუნქციებს.  მოღწეულია ოსეს მიერ შედგენილი და გადაწერილი მეფის წყალობის, გარიგების წიგნები და სხვა სიგელ-გუჯრები. ოსე გაბაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეფო კარის ცხოვრებაში. იგი, როგორც მდივან-მწიგნობარი ქვეყნის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საქმის კურსში იყო. ზედმიწევნით ახლოს იცნობდა დავით მეფის მიერ რუსეთში გაგზავნილი ელჩობის ამოცანებსა და მიზნებს. როგორც ცნობილია, ელჩობის შემადგენლობაში შედიოდნენ მისი ბიძაშვილები სვიმონ და ანტონ გაბაშვილები, ხოლო ელჩობას ხელმძღვანელობდა ბესიკი - ოსეს ძმა.  მდივან-მწიგნობრობას ოსე გაბაშვილი თავს ანებებს მე-18 საუკუნის 80-იანი წლებისათვის. იგი სასულიერო პირი ხდება. 1793 წელს იგი აკურთხეს დიაკვნად: ოსეს ბიოგრაფიული ცნობების დასაზუსტებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მის ავტობიოგრაფიულ მოთხრობას "თავგადასავალი". ნუსხურად დაწერილი ეს ნაწარმოები ბევრ საინტერესო დეტალს გვაცნობს გამოჩენილი კალიგრაფის ცხოვრებიდან. 1814-15 წლებში ოსე გელათის მიტროპოლიტმა ეფთვიმიმ აკურთხა წინამძღვრად. აქ იგი ინტენსიურ მწიგნობრულ მოღვაწეობას ეწევა. დააპატიმრეს ყალბი საბუთის შედგენისათვის. ამის შემდგომ ოსე საკათალიკოსო კარის მდივან-მწიგნობარი ხდება, სადაც დაჰყო 1812 წლამდე. ჩვენამდე მოღწეულია ოსე გაბაშვილის მიერ გადაწერილი 52 ხელნაწერი, ასევე ისტორიული დოკუმენტები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518


Share: