შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ღარიბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები 2004 წელს; 2002-2004 წწ. სორბონის უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი 2004 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობები 2005 წელს. 2001- 2002 წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტაჟიორი; 2004-2005 წწ. შ.პ.ს. "ბურჯი-ს" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი; 05/2005 - 10/2005 წწ. შ.პ.ს. "ბურჯი-ს" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 10/2005 - 01/11/2008 წწ. სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე; 12/2005 - 14/02/2012 წწ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ-ს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი; 08/2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 12/2007 - 14/02/2012 წწ. - ს.ს. "ბანკი ქართუ-ს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 07/2009- 06/2012 წწ. შპს (ლეიბლი) "ქართული ოცნების" დირექტორი; 2012 წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 25/10/2012 - 17/11/2013 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 20/11/2013 - 24/12/2015წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი; 08/09/2019 - 22.02/2021 წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი; 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი; 2024 წლის 1 თებერვალიდან 2025 წლის 25 აპრილამდე "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს მთავრობა: gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 344 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |