The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი
Date of birth:28 June, 1982  (41 years)
Category:Public official, Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები 2004 წელს; 2002-2004 წწ. სორბონის უნივერსიტეტი, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სპეციალობა- საერთაშორისო ურთიერთობები) პარიზი, საფრანგეთი 2004 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობები 2005 წელს.

2001- 2002 წწ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტაჟიორი; 2004-2005 წწ. შ.პ.ს. "ბურჯი-ს" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი; 05/2005 - 10/2005 წწ. შ.პ.ს. "ბურჯი-ს" (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 10/2005 - 01/11/2008 წწ. სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე; 12/2005 - 14/02/2012 წწ. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ-ს" გამგეობის თავმჯდომარე - გენერალური დირექტორი; 08/2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 12/2007 - 14/02/2012 წწ. - ს.ს. "ბანკი ქართუ-ს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 07/2009- 06/2012 წწ. შპს (ლეიბლი) "ქართული ოცნების" დირექტორი; 2012 წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 25/10/2012 - 17/11/2013 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 20/11/2013 - 24/12/2015წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი; 08/09/2019 - 22.02/2021 წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი; 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 თებერვლამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი; 2024 წლის 1 თებერვალს აირჩიეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ.

წყარო: საქართველოს მთავრობა: gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 344

Member of Organizations

  • პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", თავმჯდომარე (2024-)
  • პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", თავმჯდომარე (2013-2015)
  • პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი (2012-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2012)

Share: