შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციალა გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი. დაათავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1930 წელს. 1928–1932წწ. მუშაობდა მშენებლობებზე; 1932–1941წწ. "საქკომუნპროექტში"; 1936–1940წწ. მონაწილეობდა ბოლნისის, დმანისის, გუდარეხისა და სხვდასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში; 1941–1948წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორი. აზომილი და შესწავლილი აქვს ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი(ბოლნისის სიონი, დმანისის, გუდარეხის, სამშვილდის კომპლექსები, ასპინძის რაიონის ძეგლები, ვარძიის კომპლექსი და სხვ.). ხელოვნებათმცოდნე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.519 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |