Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბენიამინ გორდეზიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საკაო, ონის რაიონი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია; წიგნის გაფორმების კურსები ლენინგრადში. მუშაობდა გამომცემლობა "სახელგამის" საქმეთა მმართველად, მხატვარ–რედაქტორად, მთავარ მხატვრად, სახვითი ხელოვნების განყოფილების გამგედ; 1947-1973წწ. ხელმძღვანელობდა ქართული შრიფტის ექსპერტიზის განყოფილებას; შექმნა მრავალი ახალი სახეობის ქართული შრიფტი; გამოსცა თეორიული ნაშრომები: "ქართული მხედრული შრიფტი" (1955), "ქართული სასტამბო შრიფტები"(1961), "ქართული სასტამბო შრიფტების ცნობარი–კატალოგი" (1965); ნაყოფიერად მოღვაწეობდა ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში; იყო საქართველოს ფუტურისტული მიმდინარეობის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მხატვრულად აფორმებდა წიგნებს; ავტორია მონოგრაფიებისა: "ნიკო ფიროსმანაშვილი" (1930), "გრიგოლ ტატიშვილი" (1957), "იოსებ შარლემანი" (1955), "ქართული გრაფიკა" (1959). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.105; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |