შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი კვირიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1991 წელს; 1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა - მრეწველობის დაგეგმვა; 1998 წელს აშშ ილინოისის უნივერსიტეტი(University of Illinois at Champaign-Urbana, IL, USA, Master of Science in Finance), მაგისტრატურა, ფინანსების მაგისტრი. 1993-1996წწ. იყო "გაერთიანებული ქართული ბანკის" კრედიტივების ოფიცერი, საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1996-1997წწ. "ექსპორტ-იმპორტ" ბანკი, ვიცე-პრეზიდენტი; 1998-1999წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკი", ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი; 1999 წელს სახელმწიფო კანცელარია - ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2006წწ. პირველი კომერციული ბანკის, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 2006-2011წწ. ბანკი "ქართუ"-ს, გენერალური დირექტორი; 2012-2015წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; 2013-2015წწ. ვიცე-პრემიერი; 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2016 წელს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2018წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საერთაშორისო მრჩეველი. წყარო: საქართველოს მთავრობის ვებ გვერდი: gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 203; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 10 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |