შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახა კალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 2003 წელს. ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 1993 წლიდან საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი"; 1996-2012წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი; 1998-2001წწ. საფეხბურთო კლუბი "დინამო კიევი"; 2001-2010წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი "მილანი"; 2010-2012წწ. კლუბი "ჯენოა"; 2012წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი; 2012-2016წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი/ვიცე-პრემიერი; 2016წ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2017წწ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი; 2017 წელს არჩეულ იქნა ქალაქ თბილისის მერად. მიღებული აქვს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება (2000, 2002, 2005, 2007, 2011). წყარო: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; tbilisi.gov.ge; ქართული სპორტი: sport.gov.ge; საქართცველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 189 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |