| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ბიბილეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს. 1953–1956წწ. იყო ქ. ხოროგის (ტაჯიკეთი) საოლქო საავადმყოფოს ნევროპათოლოგი; 1957–1958წწ. ლენინგრადის I სამედიცინო ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1959–1961წწ. ქ. გროზნოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგი; 1961–1964წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1965 წლიდან სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 118 სამეცნიერო ნაშრომის. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური კლინიკის სამეცნიერო–კლინიკური ხელმძღვანელი. ექიმი ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თავის ტვინის ელექტრული აქტივობა ექსპერიმენტული ინტრაცერებრული ჰემატომის და თავის ტვინის არტერიების თერმოკუაგულაციის დროს", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სომნოგენური სისტემა ეპილეფსიის დროს (კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა)", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.40; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.382 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

