The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ ბატონიშვილი

გაბრიელ ბატონიშვილი
ოფიციალური სახელი:ჯიბრაელ ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:13 აგვისტო, 1788
გარდაცვ. თარიღი:29 თებერვალი, 1812  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, პეტერბურგი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

გიორგი XII–ისა და მარიამ დედოფლის ვაჟი(ნამდვილი სახელი ჯიბრაელი, რუსეთში ეძახდნენ გაბრიელს). უფროს ძმასთან–მიხეილთან ერთად ფლობდა ქვემო ქართლში სოფელ კუკიას. გიორგი XII–ის გარდაცვალების შემდეგ იცავდა მარიამ დედოფლის სამამულო ინტერესებს. ზოგიერთი ცნობით, 1803 წლის აპრილში სამეფო სახლის წევრთა რუსეთში გადასახლების საკითხთან დაკავშირებით დედას დაეხმარა გენერალ ლაზარევის მკვლელობაში. 1803 წელს დედასთან და ძმებთან ერთად გადაასახლეს რუსეთში. სუსტი ჯანმრთელობის გამო ვერ ჩაირიცხა კადეტთა კორპუსში. ცხოვრობდა პეტერბურგში თავის ძმასთან–იოანე ბატონიშვილთან. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.522


გააზიარე: