Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით გორდეზიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მატემატიკის ფაკულტეტი 1961 წელს. 1962 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1964-1968წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1968 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1979-1985წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დიერქტორის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1985-2007წწ. ინტიტუტის დირექტორი; 2009 წლიდან არის პროფესორ ემერიტუსი; კვლევის ძირითადი თემაა: საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ამოცანების მათემატიკური მოდელირება და კომპიუტერული რეალიზაცია, წრფივი და არაწრფივი ამოცანების ამოხსნის რიცხვითი ალგორითმების შექმნა და დაფუძნება; აქვს ოთხი გამოგონება, ორი პატენტი აშშ–სა და დანიაში; ავტორია სამი მონოგრაფიის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1985). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.106; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |