შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელი![]()
ბიოგრაფიაგაბრიელი X საუკუნეში მოღვაწეობდა შატბერდის მონასტერში, სადაც 936 წელს გრიგოლ მირდატის ძის შეკვეთით გადაწერა სახარება, რომელიც ჯრუჭის I ოთხთავის სახელით არის ცნობილი. ჯრუჭის I ოთხთავი ნაწერია ეტრატზე, ორ სვეტად, მრგლოვანით, ყავისფერ–მოყვითალო მელნით. ასოები მსხვილია, სქელკონტურიანი, კვადრატული, ოდნავ შემაღლებული პროპორციებით. ფურცლებზე არავითარი სამკაული არ არის, გარდა არშიებზე გატანილი საზედაო ასოებისა. ზოგი მათგანი ძალიან ჩამოგრძელებულია, რაც იმას მოწმობს, რომ ამ დროს უკვე ჩნდება დეკორატიული გაფორმების სურვილი. ეს ხერხი, სინგურის გამოყენებასთან ერთად, დეკორატიულ დეფექტს ახდენს. 940 წელს ჯრუჭის ოთხთავი კამარებითა და მინიატურებით შეუმკიათ. კალიგრაფი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.522
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |