The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასონ გორდეზიანი

იასონ გორდეზიანი
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1960  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი საკაო.

სწავლობდა თბილისის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში 1889-1893წწ; ვერსალის (საფრანგეთი) ეროვნულ სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში დეკორატიული მებაღეობისა და მწვანე მშენებლობის სპეციალობით 1909-1911წწ.  

1894-1909წწ. საქართველოს სახვადასხვა მხარეში ხელმძღვანელობდა ხეხილის სანერგეებისა და ბაღების, ბაღ–პარკების გაშენებას; მუშაობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში; ერთხანს იყო კიუს (დიდი ბრიტანეთი) სამეფო ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი; 1913 წელს მიიწვიეს ახლად დაარსებულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში სამუშაოდ; 1914-1917წწ. იყო ამ ბაღის აღმასრულებელი დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა ბოტანიკური ბაღის ძირითადი კოლექციები; არის ბათუმის ბოტანიკურ ბაღის ერთ–ერთი დამაარსებელი; მასზე გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმი; 2012 წელს ბათუმის ბოტანიკური ბაღის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბაღში გაიხსნა მისი ძეგლი და ერთ–ერთ სკვერს მისი სახელი ეწოდა; აგრონომი, მებაღე–დეკორატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.106


გააზიარე: