The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ მაიორი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1795
კატეგორია:დრამატურგი, მსახიობი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

გაბრიელ მაიორის გვარი უცნობია. რუსეთში ახლდა ერეკლე II ელჩს ანდრონიკაშვილს. იქ შეისწავლა საარტილერიო საქმე და სამშობლოში მაიორის ჩინით დაბრუნდა. მსახურობდა ერეკლე II–ის ჯარში. თბილისში დგამდა წარმოდგენებს, წერდა პიესებს, მსახიობობდა. მისი მონაწილეობით წარმოდგენები გამართულა თელავშიც. დაიღუპა კრწანისის ბრძოლაში, აღა–მაჰმად ხანის შემოსევის დროს. თეატრალური მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.522


გააზიარე: