შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე გელხვიიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხანი, ბაღდათის რაიონი. დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი; ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ფიზიკის სპეციალობა 1971 წელს. 1975–1981წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1981–1983 ქ. მოსკოვის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პ.ნ. ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმური ელექტრონიკის ლაბორატორიის სტაჟიორ–მკვლევარი; 1983–1986წწ. ქ. მოსკოვის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1986–1988წწ. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 1988–2006წწ. ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის დოცენტი; 2006 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; აგრეთვე ავტორია ფილოსოფიურ აზრთა კრებულების; მისი ინტერესების სფეროა: არატრადიციული ენერგეტიკა, პლაზმის ფიზიკა, პლაზმური ელექტრონიკა, ფილოსოფია, ლიტერატურა და ხელოვნება; ფიზიკა–მატემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1988); აკადემიური დოქტორი. სადოქტორო სადისერტაციის თემა – "Вынужденное переходное излучение РЭП ", დაიცვა 1988 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |