The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე გელხვიიძე

პეტრე გელხვიიძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხანი, ბაღდათის რაიონი.

დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი; ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, ფიზიკის სპეციალობა 1971 წელს.

1975–1981წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის ასისტენტი; 1981–1983 ქ. მოსკოვის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პ.ნ. ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმური ელექტრონიკის ლაბორატორიის სტაჟიორ–მკვლევარი; 1983–1986წწ. ქ. მოსკოვის  სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1986–1988წწ. ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 1988–2006წწ. ამავე უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის დოცენტი; 2006 წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; აგრეთვე ავტორია ფილოსოფიურ აზრთა კრებულების; მისი ინტერესების სფეროა: არატრადიციული ენერგეტიკა, პლაზმის ფიზიკა, პლაზმური ელექტრონიკა, ფილოსოფია, ლიტერატურა და ხელოვნება; ფიზიკა–მატემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი(1988); აკადემიური დოქტორი.

სადოქტორო  სადისერტაციის თემა – "Вынужденное переходное излучение РЭП ",  დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის მეცნიერებათა აკადემია, premium წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ასოცირებული წევრი (1996-)
  • სრულიად საქართველოს საზოგადოებრივ სადისკუსიო დარბაზი -"ღირსება", წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: