The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ადამია

შოთა ადამია
Date of birth:25 January, 1929  (95 years)
Category:Geologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გეოგრეფია–გეოლიგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1953-1955წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; შემდგომ მეცნიერ თანამშრომელი; 1971-1976წწ. ამავე ინსტიტუტის  კომპლექსური  კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი; 1976-1988წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988-1995წწ. დირექტორი; 1992 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი; 1991 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავს გეოლოგიის, ასევე გეოფიზიკის პრობლემების ფართო წრეს; მის შრომებში ახლებურადაა გადაწყვეტილი საქართველოსა და კავკასკიის ალპურისწინა და ალპური წარმონაქმნების რეგიონული გეოლოგიის, სტრატიგრაფიის, პალეოგეოგრაფიის, ტექტონოლოგიის, პეტროლოგიის და სხვა საკითხები; ნაჩვენებია, რომ კავკასიონის გრანიტ–მეტამორფული კომპლექსები ძირითადად პალეოზოურია, ხოლო მათი ზეწრული აგებულება გვიანდელი ჰერცინული დანაოჭების შედეგია. ნეომობილიტურ იდეებზე დაყრდნობით კოლეგებთან ერთად გამოთქვა მოსაზრება კასპიისა და შავი ზღების ღრმულების რიფტულ წარმოშობაზე. გეოლოგია–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1969); პროფესორი (1991).

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.48

Member of Organizations

  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება , პრეზიდენტი (1991-)

Bibliography


Share: