The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ საფარელი

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:მხატვარი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

X-XI საუკუნეების ქართველი ოქრომჭედელი. მისი ნამუშევრებიდან შემონახულია საფარის მონასტრის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც მოგვიანებით ბრეთის ეკლესიაში გადაიტანეს. იგი სამეცნიერო ლიტერატურაში ბრეთის ჯვრის სახელითაა ცნობილი. ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჯვარცმული ქრისტე, მკლავების ბოლოებში–ღვთისმშობლისა და იოანე მახარებლის ფიგურები(შესრულებულია გაბრიელ საფარელის თანაშემწის მიერ) და ორი მედალიონი (ანგელოზი და წვეროსანი წმინდანი). ყველა ფიგურა ცალკე ფირფიტაზეა ნაჭედი და შემდეგ ჯვარზე დაკრული. ჯვრის ზურგზე და ტარზე ფორლოვანი ორნამენტებია. წარწერებში, გარდა ოსტატისა, მოხსენიებულია ბაგრატ III, მისი მამა მეფეთ–მეფე გურგენი და მართა დედოფალი. მათი ტიტულატურის მიხედვით ჯვრის შესრულების თარიღი უნდა იყოს 994–1001 წლები. გაბრიელ საფარელი თავისი დროის მოწინავე ოსტატი იყო. მას აინტერესებდა ადამიანის გამოსახვა. იმავე დროს თვალდახუჭული ქრისტეს სახე, გამხდარი, დაძაბული სხეული უაღრესად ექსპრესიულია. დიდ დახელოვნებას მოწმობს ორნამენტის შესრულებაც.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523


გააზიარე: