The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გორდეზიანი

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:16 ნოემბერი, 1965  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1937 წელს.

1958 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიული კათედრის პროფესორი; 1955-1956წწ. მუშაობდა მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის  ქირურგიულ კათედრაზე ნეიროჰისტოლოგიის ლაბორატორიაში; მან შეისწავლა სიდამწვრისა და მისი მკურნალობის მეთოდები; იკვლევდა გულის გვირგვინოვან სისხლძარღვთა ნაკლოვანების ქირურგიული მკურნალობის საკითხებს; ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.107

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: