The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ პატარა

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:კალიგრაფი

ბიოგრაფია

 გაბრიელ პატარა იყო X საუკუნის კალიგრაფი. მოღვაწეობდა სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ სავანეში, შესაძლოა პარხალში. ცნობილია მის მიერ გადაწერილი რამდენიმე წიგნი:  პარხლის მრავალთავი,  უზარმაზარი ხელნაწერი(1310 გვერდი),  რომელშიც შესულია ქართული მწერლობის უძველესი ძეგლების–შუშანიკისა და აბო თბილელის ტექსტები. კრებული ნაწერია ყავისფერი მელნით, ორ სვეტად, ლამაზი, მკაფიო ნუსხურით, ასოები მსხვილია, სამკაულები არ აქვს. საზედაო ასოების უმეტესობა შესრულებულია მელნით, ნაწილი–სინგურით. XVI საუკუნეში კრებული ჯერ კიდევ პარხლის მონასტერს ეკუთვნოდა, XVII საუკუნეში კი თურქეთიდან გამოიხსნა და განაახლა დადიანის ასულმა დედოფალთ– დედოფალმა მარიამმა.  პარხლის ოთხთავი.  საკითხავი და სიტყვები წმ. მამათა. ეს დიდი ფორმატის წიგნი ძლიერ დაზიანებულია. შესრულებულია სინგურით, ზოგი ასოს მოხაზულობაში შეტანილია ოდნავ შესამჩნევი ორნამენტულობა, მაგრამ მთლიანად ხელნაწერის მორთულობა ზომიერია. გაბრიელ პატარა თავისი დროის კალიგრაფიული ხელოვნების ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.523


გააზიარე: