The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომზარ შოშიტაიშვილი

ომზარ შოშიტაიშვილი
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1941
გარდაცვ. თარიღი:2010  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლისი, მცხეთის რაიონი.

დაამთვრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1969 წელს; 1979 წელს ფიზკულტურის ინსტიტუტი.

1969-1973წწ. იყო ბერბუკის საბჭოთა მეურნეობის აგრონომი; 1974-1989წწ. სპორტული საზოგადოება "განთიადის" უფროსი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში; 1987-1989წწ. ჭიდაობის სამმართველოს უფროსი; 1989-1991წწ. ჭიდაობის რესპუბლიკური გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1992 წლიდან ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი. 1984 წლიდან იყო საკავშირო კატეგორიის მსაჯი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ. - 1998-1999. - გვ. 354; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.64

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში, ახალგაზრდა თაობების აღზრდაში, მაღალკვალიფიციური სპორტსმენების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი სპორტული შედეგების მიღწევისათვის
  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: