Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბადრი შოშიტაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ინჟინრის სპეციალობით 1969 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა მეტროპოლიტენის მშენებლობაზე, საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "კავგიპროტანსში", იყო თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის მშენებლობისა და საქალაქო მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, თბილისის საქარხნო რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე, რაიკომის I მდივანი, ტრესტ "კავკაზელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე, 1994-1995წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი; 1995 წელს თბილისის ვიცე-მერი და მუნიციპალიტეტის პრემიერი; 1995-1998წწ. თბილისის მერი; 1998-2000წწ. საქართველოს მრეწველობის მინისტრი; 2000-2003წწ. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქ. თბილისის განაშენიანებისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., - 1998-1999. -გვ.354; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.620-621
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |