The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ შოთაშვილი

ომარ შოთაშვილი
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1944  (79 წლის)
კატეგორია:ბიბლიოთეკარი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი 1970 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა თბილისის აბრეშუმსაქსოვ ფაბრიკაში; 1963-1971წწ. იყო გამომცემლობა "კომუნისტის" მუშა; 1971-1973წწ. ცეკავშირის რუსულენოვანი ლიტერატურის საწყობის გამგე; 1973-1974წწ. რესპუბლიკური საბავშვო ბიბლიოთეკის უფროსი ბიბლიოთეკარი; 1974-1975წწ. მთავარი ბიბლიოთეკარი; 1975-1991 წწ. ახალგაზრდობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის სამეცნიერო-მეთოდური განყოფილების გამგე; 1991 წლიდან დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური წერილები, აგრეთვე თარგმნილი აქვს მეთოდურ-საინსტრუქციო წერილები; გადაღებულია ფილმებში" ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (არტემ ჩაჩანიძე), "ლოლიტა" (ფიზკულტურის მასწავლებელი).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ.,1998-1999. - გვ. 353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბიბლიოთეკო რესპუბლიკური ასოციაცია, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი

გააზიარე: