The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარამ (ვაჰრამ) გაგელი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:124?
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

 დაიბადა 1249 ან 1251 წელს. ვარამ გაგელი XIII საუკუნის I ნახევრის საქართველოს დიდებული (დიდი ფეოდალი),  ზაქარია გაგელის ძე, მეფეების თამარის, ლაშა–გიორგის და რუსუდანის მსახურთუხუცესი (1212 წლიდან), გაგის ციხის და მისი მხარის მემამულე–მემკვიდრეობითი მფლობელი. გაგელი ივანე მხარგრძელთან ერთად ირანში ქართველთა ლაშქრობის ერთ-ერთი ინიციატორი და მონაწილე იყო თამარის მეფობის ბოლო პერიოდში. 1220 წელს საგამის(საგიმის) ველზე მონღოლებთან ბრძოლაში სარდლობდა საქართველოს ლაშქრის მარჯვენა ფრთას და თავდაპირველად გამარჯვებაც მოიპოვა. XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის კირაკოს განძაკეცის ცნობით, რუსუდანი სამეფოს განაგებდა ივანე, ავაგ, შანშა მხარგრძელებისა და გაგელის მეშვეობით. მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის დროს თავი შეაფარა ქუთაისს, ხოლო შემდეგ, ისე როგორც სხვა ქართველმა დიდებულებმა, მათთან ზავი დადო. მონღოლეთის მმართველობის დროს გაგელი განაგებდა საქართველოს ერთ-ერთ დუმანს–სომხითს. მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში. გაგელმა რუმიდან ჩამოიყვანა ულუ დავითი და დიდი როლი შეასრულა მის გამეფებაში. ულუ დავითმა გაგელს სამამულედ უწყალობა შიდა ქართლში სოფელი ხოვლე. თამარის ისტორიკოსი გაგელს იხსენიებ როგორც "კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯვებულსა". 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.526


გააზიარე: