შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა გორდელაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია–ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს; საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო კურსები (მოსკოვი) 1959 წელს. 1952-1956წწ. მუშაობდა ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად; 1959 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა; დამდგმელი რეჟისორია ქართული მხტვრული ფილმებისა: "ლევანა" (1960), "მოიტაცეს თამარ ქალი" (1971), "ბათა ქექია" (1978), "აქედანა და შენამდე" (1984), "ჩემი ბოშები" (1987); სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა წიგნი თავისი ცხოვრების შეასხებ – "დიდი და პატარა ამბები"; კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.108; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |