შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გორდელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი ხვარბეთი. 1936-1940წწ. იყო აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე; 1940-1973წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კიევის უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იკვლევდა ახალი ვარსკვლავების ატმოსფეროში იონიზაციას, ტემპერატურის ცვლილებებს ანთებამდე და ანთების შემდეგ, აგრეთვე ანთების პროცესში სხვადასხვა სახით გამოყოფილ ენერგიას; პირველმა განსაზღვრა ახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად ამოფრქვეული ნივთიერების მასა; უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა 28000 მკრთალი ვარსკვლავის ფოტომეტრიული მინაცემების კატალოგი; ავტორია მრავლი სამეცნიერო ნაშრომისა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ასტროფიზიკოსი, ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1965). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.108
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |