| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ შიშნიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960-1961წწ. იყო დუშეთის სატყეო მეურნეობის სატყეოს უფროსის თანაშემწე, უფროსი; 1961-1967წწ. საგურამოს ნაკრძალის დირექტორი; 1967-1974წწ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბუნების დაცვის რესპუბლიკური კომისიის სწავლული მდივანი; 1975-1976წწ. თბილისის გამწვანების სამმართველოს მთავარი მექანიკოსის მოადგილე; 1976-1986წწ. ბოლნისის სატყეო მეურნეობის დირექტორი; 1986წ. დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1987-1992წწ. საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს შემადგენლობაში არსებული ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1992-2003წწ. საქართველოს რესპუბლიკის დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფიჭვის შიდასახეობრივი სახეცვლილებანი კავკასიაში", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999.-გვ. 353 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

