შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან შველიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი თეატრალური მხატვრის სპეციალობით 1971 წელს. 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარია. გააფორმა სპექტაკლები: პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", უ. შექსპირის "რიჩარდ III", "მეფე ლირი", "ტიტუს ანდრონიკუსი", მაკბეტი", მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი", "ჯაყოს ხიზნები" და სხვ. ასევე წარმატებით თანამშრომლობს უცხოეთისა და საქართველოს სხვა თეატრებთან. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ. - 1998-1999. - გვ.351; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: m.facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |