The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიან შველიძე

მირიან შველიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1947
გარდაცვ. თარიღი:9 თებერვალი, 2022  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი თეატრალური მხატვრის სპეციალობით 1971 წელს.

 1975 წლიდან რუსთაველის თეატრის დამდგმელი მხატვარია. გააფორმა სპექტაკლები: პ. კაკაბაძის "ყვარყვარე", უ. შექსპირის "რიჩარდ III", "მეფე ლირი", "ტიტუს ანდრონიკუსი", მაკბეტი", მ. ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი", "ჯაყოს ხიზნები" და სხვ. ასევე წარმატებით თანამშრომლობს უცხოეთისა და საქართველოს სხვა თეატრებთან.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ. - 1998-1999. - გვ.351; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: m.facebook.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახალხო მხატვარი
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

გააზიარე: