The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ ბუტულაშვილი

დაბადების თარიღი:1790
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1826  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, სახალხო გმირი

ბიოგრაფია

XVIII-XIX საუკუნეების  სახალხო გმირი, რომელის წინაპრები, გვარად დრეიძეები, სობელ არბოდან (ახლანდელი გორის რაიონი) სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი) გადმოსახლებულან. სოლომონ ბუტულაშვილმა თავი გამოიჩინა რუსეთ–ირანის ომში, 1826 წელს. მოკლეს ერთ–ერთი შეტაკების დროს. დაკრძალულია პატარაძეულში, სადაც შემონახულია ბუტულაანთ საგვარეულო კოშკი. სოლომონ ბუტულაშვილს მიეძღვნა ხალხური ლექსი, რომელიც დღესაც არის სახალხო მთქმელთა რეპერტუარში. სოლომონ ბუტულაშვილის საფლავის ქვის ეპიტაფია: "ჩყკვ (1826) სექტემბრის იდ (14)". 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.510; იოსებ სიბოშვილი. გარეჯის მადლით მოსილნი : [კახეთის სოფლების პატარძეულის, სართიჭალის და უდაბნოს ისტორია].  - თბილისი 2018. გვ. 40-46: dspace.nplg.gov.ge ; სოლომონ ბუტულაშვილის სახე ქართულ ხალხურ პოეზიაში / მაცაბერიძე, ვ. // ქართული ფოლკლორი : მასალები და გამოკვლევები. - თბილისი, 1964. - N1-2. - გვ.139: dspace.nplg.gov.ge


გააზიარე: