The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ბუქურაული

ივანე ბუქურაული
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1869
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1943  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

ივანე ბუქურაული ქართული ზეპირსიტყვიერების მასალებს(თუშურს, იშვიათად ხევსურულს) აქვეყნებდა ჟურნალ–გაზეთებში "ივერიაში", "კვალში", "მოამბესა"და "აკაკის კრებულში''. კრებულ "ძველ საქართველოში" გამოაქვეყნა 1895–1902 წლებში ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდილი თუშური ლექსები და მათი ვარიანტები, დაურთო კომენტარები და ლექსიკონი. იგი არის შემდეგი ნარკვევების ავტორი: "თუშების თქმულებანი მეფე ერეკლე მეორის შესახებ" ("ივერია" 1895 წელი), "ლაშარის ჯვარი და თამარ დედოფალი" ("მოამბე" 1898 წელი).  ხალხურ გადმოცემებზე დაყრდნობით დაწერა მოთხრობები: "ზურაბის კოშკი" და "მუცალხანი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.510; nplg.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: