შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბუღაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფხვენისი, გორის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლთან არსებული ლოტბართა კურსები 1940 წელს. 1935 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო როგორც მომღერალმა და ლოტბარმა. ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც. გ. ბუღაძე არის შემდეგი სიმღერების ავტორი: "დედა", "სატრფიალო", "გამარჯვების სიმღერა", "სიმღერა რუსთავზე", "ჩვენ მშვიდობა გვინდა", "მარად იცოცხლებს" და სხვ. 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სახლთან არსებულ ომისა და შრომის ვეტერანთა ანსამბლს. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.510; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.334 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |