The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბუღაძე

დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1914  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფხვენისი, გორის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურ სახლთან არსებული ლოტბართა კურსები 1940 წელს.

1935 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო როგორც მომღერალმა და ლოტბარმა. ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებსაც. გ. ბუღაძე არის  შემდეგი სიმღერების ავტორი: "დედა", "სატრფიალო", "გამარჯვების სიმღერა", "სიმღერა რუსთავზე", "ჩვენ მშვიდობა გვინდა", "მარად იცოცხლებს" და სხვ. 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სახლთან არსებულ ომისა და შრომის ვეტერანთა ანსამბლს. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.510; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.334

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1987 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: