შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი)![]()
ბიოგრაფიასწავლობდა ჯერ თბილისის გიმნაზიაში, 1837–1844წწ. კი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. იგი იყო რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1893), ერეკლე II-ის მინბაშის(ათასისთავი) ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი. მსახურობდა ცარსკოე სელოს საარტილერიო ბატარეაში, ბესარაბიაში. 1851 წლიდან ბუჭყიაშვილი ჩრდილოეთ კავკასიაში გადაიყვანეს. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის (1853–1856, 1877–1878) ომებში. 1887–1892წწ. მსახურობდა ფინეთში საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1893 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. იყო მრავალი ორდენის კავალერი. დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |