The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ შველაშვილი

არსენ შველაშვილი
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1935
გარდაცვ. თარიღი:1999  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1960 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1961-1965 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანუკლი ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1979 წწ. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი. 1979 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კომპლექსნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ამავე დროს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოარაორგანული და ბიოფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე. 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 15-მდე ფუნდამენტური წიგნის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ციკლის წარმომქმნელი ამინების შემცველი მეტალების კოორდინაციული ნაერთების კვლევა", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ. - 1998-1999. - გვ. 351; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.104

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირი, წევრი (1992-)
  • მენდელეევის საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი (1996-)
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1997-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1987-1994 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - ''ლითონთა კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი-აღნაგობა-თვისება''.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: