Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არსენ შველაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზემო ალვანი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1960 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1961-1965 წწ. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანუკლი ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1979 წწ. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი. 1979 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის კომპლექსნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ამავე დროს - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოარაორგანული და ბიოფიზიკური ქიმიის კათედრის გამგე. 250-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 15-მდე ფუნდამენტური წიგნის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ციკლის წარმომქმნელი ამინების შემცველი მეტალების კოორდინაციული ნაერთების კვლევა", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ. - 1998-1999. - გვ. 351; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.104 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |