შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბუხნიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხაშურის რაიონი, დაბა სურამი. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი 1931 წელს. მუშაობდა ამიერკავკასიის სამთო მეტალურგიის ინსტიტუტში, 1934 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალის გეოფიზიკის ინსტიტუტში; 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში; 1937-1953წწ. მუშაობდა საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე; 1953-1972წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი; ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოფიზიკური მეთოდებით(ელექტროძიება) კვლევის დარგში; გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტყვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს; 1972–1975წწ. იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე. გეოფიზიკოსი, გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |