The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ გორდელი

ოთარ გორდელი
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:6 დეკემბერი, 1994  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციისა და ფორტეპიანოს სპეციალობით 1951 წელს.

1959 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; 1982 წლიდან პროფესორი; მის მიერ შექმნილი ნაწარმოებებია: კანტატა "წელიწადის დრონი" (1954), ვოკალურ–სიმფონიური პოემა "რაზედ ბუტბუტებს მტკვარი" (1961) , "ახალგაზრდული უვერტიურა" (1956), ცეკვა "ქართული" სიმფონიური ორკესტრისათვის (1958), კონცერტი ფლეიტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1958), კამერულ–ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები; ოპერეტები: "ნატვრის თვალი" (1980), "ჩემი საყვარელი ბიძა" (1983); საესტრადო მუსიკა; მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.109

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, გამგეობის მდივანი (1968-1973)
  • საქართველოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოება, თავმჯდომარე (1967-1987)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: