შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ გორდელი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციისა და ფორტეპიანოს სპეციალობით 1951 წელს. 1959 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; 1982 წლიდან პროფესორი; მის მიერ შექმნილი ნაწარმოებებია: კანტატა "წელიწადის დრონი" (1954), ვოკალურ–სიმფონიური პოემა "რაზედ ბუტბუტებს მტკვარი" (1961) , "ახალგაზრდული უვერტიურა" (1956), ცეკვა "ქართული" სიმფონიური ორკესტრისათვის (1958), კონცერტი ფლეიტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის (1958), კამერულ–ვოკალური და საგუნდო ნაწარმოებები; ოპერეტები: "ნატვრის თვალი" (1980), "ჩემი საყვარელი ბიძა" (1983); საესტრადო მუსიკა; მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.109 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |