შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატრიკეთი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს. 1969-1970წწ. იყო ავტოსატრანსპორტო საწარმოს ელექტრომექანიკოსი; 1970-1972წწ. მარჯვენა ნაპირის სატელეფონო კვანძის შემკეთებელი; 1972-1973წწ. სოფლის მეურნეობის სამმართველოს იურიდიული ჯგუფის უფროსი; 1973-1978წწ. პარტიის წყალტუბოს საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი; 1978-1979წწ. პარტიის წყალტუბოს საქალაკო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1979-1982წწ. ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს მოსამართლე; 1982-1991წწ. წყალტუბოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 1992-1992წწ. წყალტუბოს გამგეობის თავმჯდომარე; 1992-1994წწ. წყალტუბოს რაიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1994-1995წწ. წყალტუბოს მერიის მთავარი მრჩეველი მართლწესრიგის საკითხებში; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", აარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი; 1999 წელს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ; 2001 წელს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ; 2002 წელს ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ; 2005 წელს გათავისუფლდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. წყარო: წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ. - 1998-1999. - გვ. 350; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 560 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |