The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ შენგელია

ოთარ შენგელია
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატრიკეთი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს.

1969-1970წწ. იყო ავტოსატრანსპორტო საწარმოს ელექტრომექანიკოსი; 1970-1972წწ. მარჯვენა ნაპირის სატელეფონო კვანძის შემკეთებელი; 1972-1973წწ. სოფლის მეურნეობის სამმართველოს იურიდიული ჯგუფის უფროსი; 1973-1978წწ. პარტიის წყალტუბოს საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი; 1978-1979წწ. პარტიის წყალტუბოს საქალაკო კომიტეტის განყოფილების გამგე; 1979-1982წწ. ქუთაისის ლენინის რაიონის სახალხო სასამართლოს მოსამართლე; 1982-1991წწ. წყალტუბოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 1992-1992წწ. წყალტუბოს გამგეობის თავმჯდომარე; 1992-1994წწ. წყალტუბოს რაიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1994-1995წწ. წყალტუბოს მერიის მთავარი მრჩეველი მართლწესრიგის საკითხებში; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", აარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქი; 1999 წელს დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ; 2001 წელს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ; 2002 წელს ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ; 2005 წელს გათავისუფლდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში. 

წყარო: წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ. - 1998-1999. - გვ. 350; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 560

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის საბჭო, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)

გააზიარე: