The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ გოსტენინა

ელისაბედ გოსტენინა
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1904
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 1988  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1929 წელს.

1929-1959წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელში; შესრულებული აქვს სოპრანოს თითქმის ყველა წამყვანი პარტია, მათ შორის: მარო, (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), ეთერი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), ტატიანა (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), აიდა (ჯ. ვერდის "აიდა"), ვიოლეტა (ჯ. ვერდის "ტრავიატა"); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მომღერალი (სოპრანო).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.124

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: