შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ შენგელაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1958 წელს. 1957-1959წწ. კინოსტუდია "მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის"კინორეჟისორია; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული მაჟორიტარი საბურთალოს საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს წვრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლმენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2021წწ. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე; არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: "თეთრი ქარავანი" (1964), "მიქელა" (1965), "არაჩეულებრივი გამოფენა"(1969), "შერეკილები" (1973), "სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983), "ექპრეს-ინფორმაცია"(1993), ვიდეო-ფილმისა "9 აპრილის ტრაგედია" და სხვ; სცენარის ავტორი ფილმებისა: "მიქელა", "ექპრეს-ინფორმაცია"; პროდიუსერი ფილმებისა: "სკამი", "ერთი ლეღვი გზაზე", "საშობაო საჩუქარი". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 349; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.358 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |